ჭკვიანი სახლი მარტივი ცხოვრებისათვის

მოაწყვე შენი სახლი ჭკვიანი ელექტრო მოწყობილობებით. გახადე ცხოვრება მარტივი, უსაფრთხო და კომფორტული.

ჩვენი პროდუქტები

მთავარი უპირატესობები

ენერგოეფექტიანი შენობები

შეამცირე ენერგიის ხარჯი 40%-მდე სახლებში, ოფისებსა და სამრეწველო ობიექტებში. Shelly ენერგიას მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა საჭიროა, ამიტომ ენერგია იზოგება კომფორტის დაკარგვის გარეშე.

ენერგომოხმარების მონიტორინგი

შეამოწმე შენი განათება, ტექნიკა და HVAC რეალურ დროში — აღმოაჩინე, რომელი მოწყობილობები ხარჯავს ყველაზე მეტს და იპოვე ენერგიის დაზოგვის გზები.

ჭკვიანი განრიგი და ავტომატიზაცია

დააყენე განათება, გათბობა და გაგრილება დროის ან ამინდის მიხედვით, რომ ენერგია იხარჯებოდეს მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა.

ჭკვიანი, ეფექტიანი განათება

აკონტროლე განათებები ნებისმიერი ადგილიდან, შექმენი შენთვის ხელსაყრელი განრიგი - განათება ავტომატურად გაითიშება მაშინაც კი, თუ შენ მისი გამორთვა დაგვიწყდა. გახადე შენი სახლი მეტად უსაფრთხო და კომფორტული უფრო დაბალი გადასახადებით.

ჭკვიანი სახლი შენივე ელექტრო პანელიდან

სახლის ელ. კარადაში დამონტაჟებული ავტომატიზაცია უზრუნველყოფს ელ ენერგიის კონტრლსა და მონიტორინგს.

უსაფრთხოება და დაცვა

თვალი ადევნე შენს სახლსა თუ ოფისს ნებისმიერი ადგილიდან, Shelly-ს უსაფრთხოების სისტემა შეტყობინებებითა თუ ავტომატური ქმედებებით უზრუნველყოფს შენი ქონების უსაფრთხოებას 24/7-ზე.

Shelly Wall Display Black

Shelly Wall Display Black

Shelly Wall Display წარმოადგენს 4 ინჩიან ჭკვიან საკონტროლო პანელს, რომელიც ამარტივებს სახლის მართვასა და მონიტორინგს.

ეკრანზე თვალის შევლებით მიიღეთ ინფორმაცია ოთახში ტემპერატურის, ტენიანობისა თუ ენერგომოხმარების შესახებ და მხოლოდ ერთი შეხებით გამორთეთ ან ჩართეთ მოწყობილობები. აკონტროლეთ განათების დონე და ტემპერატურა.
იხილეთ ეს პროდუქტი

აუცილებელი ელემენტები ჭკვიანი სახლისათვის

Shelly Plug S Gen3
01

Shelly Plug S Gen3

ჭკვიანი ადაპტერი, ენერგომოხმარების მონიტორინგით, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს აკონტროლო განათება, გათბობა თუ ნებისმიერი, ამ ადაპტერთან დაკავშირებული, მოწყობილობა.

იხილეთ ეს პროდუქტი
02

Shelly 1PM Gen4

კომპაქტური ჭკვიანი ჩამრთველი ენერგომოხმარების მონიტორინგით, მრავალპროტოკოლური მხარდაჭერით და სწრაფი წარმადობით. განკუთვნილია განათებისა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მართვისთვის, დისტანციური კონტროლისა და ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობით.

იხილეთ ეს პროდუქტი
Shelly 1PM Gen4
Home Assistant Green
03

Home Assistant Green

ყველაზე მარტივი გზა სახლის ავტომატიზაციისკენ. გააერთიანეთ თქვენი ყველა მოწყობილობის მართვა ერთი მოწყობილობაში. ეს არის დივაისი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია შენი კონფიდენციალურობის დაცვა.

იხილეთ ეს პროდუქტი

ხშირად დასმული კითხვები

Shelly არის ჭკვიანი სახლის (Smart Home) მოწყობილობების ბრენდი, რომელიც გაძლევს საშუალებას აკონტროლო ელექტრო მოწყობილობები — განათება, როზეტები, კარები, გათბობა და სხვა — პირდაპირ შენი ტელეფონიდან ან ავტომატურად. გამოყენება მარტივია: აერთებ Shelly-ს შენს ელექტრო სისტემაში (ჩამრთველის ან როზეტის უკან), უკავშირებ Wi-Fi-ს და მართავ ყველაფერს Shelly-ს აპიდან — ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს. შეგიძლია დააყენო განრიგები, შექმნა ავტომატიზაციები და მიიღო შეტყობინებები, ყოველივე ამის გაკეთება კი ელექტრიკოსის გარეშეა შესაძლებელი.
საშუალოდ სახლები 20–40%-ით ამცირებენ განათებისა და გათბობის ხარჯებს. Shelly-ს ჩაშენებული ენერგომოხმარების მონიტორინგი გიჩვენებს ზუსტად, რომელი მოწყობილობა ხარჯავს ყველაზე მეტს, რომ შეძლო მიზანმიმართული ცვლილებების გაკეთება და დანაზოგისთვის თვალყურის დევნება.
კი, ვახორციელებთ მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. სტანდარტული მიწოდება გრძელდება 1–3 სამუშაო დღე.
დიახ. Shelly-ს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება ოფისებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და გასაქირავებელ ობიექტებში ენერგიის მართვის, ავტომატური კლიმატის კონტროლისა და წვდომის კონტროლისთვის. უსაფრთხოების კუთხით, შეგიძლია დააკავშირო მოძრაობის სენსორები, კარის/ფანჯრის სენსორები და გამაფრთხილებელი სისტემები — და მიიღო მყისიერი შეტყობინება ნებისმიერი უჩვეულო აქტივობის დროს. ისინი ადვილად მასშტაბირდება ერთი ოთახიდან მთელ შენობამდე.
კი. Shelly ინტეგრირდება Google Home-თან, Amazon Alexa-სთან, Apple HomeKit-თან და Home Assistant-თან, ასე რომ შეგიძლია გამოიყენო ის ყველაზე პოპულარულ ჭკვიანი სახლის ეკოსისტემებთან ერთად.
Shelly-ს მოწყობილობების უმეტესობა ჩაიდგმება არსებული კედლის ჩამრთველების ან როზეტების უკან და დამონტაჟებას 10–30 წუთს სჭირდება. დეტალური სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია Shelly-ს აპლიკაციაში.