ჭკვიანი განათება ყველა აქტივობისთვის

Shelly-ს ჭკვიანი განათება

გახადე შენი სახლი უფრო კომფორტული და უსაფრთხო, ჭკვიან განათებასთან ერთად. ენერგიის დასაზოგად შეადგინე განათების შენზე მორგებული ჭკვიანი განრიგები და ტაიმერები, მართე დისტანციურად, როცა და სადაც არ უნდა იყო. ამასთანავე, ენერგიის დაზოგვით გარემოზე მავნე ზემოქმედებასაც ამცირებ.

ჩართვა

გახადე ნებისმიერი განათება ჭკვიანი Shelly-ს ამ პროდუქტით. დაყენებისთვის 10 წუთზე ნაკლები დრო დაგჭირდება და იმდენად კომპაქტურია, რომ მისი მოთავსება ნებისმიერ ჩამრთველშია შესაძლებელი.

ჭკვიანი ჩამრთველი შენი დროისა და ენერგიის დასაზოგად

სახლიდან გადიხარ, ჩქარობ და განათება დაგრჩა ჩართული? გამორთე სახლში არსებული ყველა განათება მხოლოდ ერთი, გასასვლელ კართთან ელეტქრო ჩამრთველში ჩამონტაჟებული Shelly i4 Gen3-ის დახმარებით, ან მართე ყველა განათება ინდივიდუალურად. დაზოგე დრო როცა ჩქარობ.

რეკომენდებული პროდუქტები:

Shelly i4 Gen3
Shelly i4 Gen3

50,00 ₾

Shelly BLU Wall Switch 4 (Stand Alone)
Shelly BLU Wall Switch 4 (Stand Alone)

59,00 ₾

შენს განრიგს მორგებული ავტომატური განათება

ხშირად გრჩება განათება ჩართული სახლიდან გასვლისას? Shelly-სთან ერთად ეს პრობლემა აღარ წარმოადგენს: ავტომატურად მართავს განათებას, რათა ჩაირთოს და გამოირთოს ზუსტად მაშინ, როცა გჭირდებათ — კომფორტულად და ენერგიის დაზოგვით. ამასთან ერთად, შუქის ხელით მართვა კვლავ ხელმისაწვდომია ყველასთვის.

მოსახერხებებლი განათების სისტემა მოხუცებისთვის

Shelly BLU Button1-ის საშუალებით გაუმარტივეთ ცხოვრება მოხუცებს, ან ადამიანებს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ. ღილაკზე ერთი ან რამდენიმე დაჭერით მართეთ თქვენი სახლის განათება. მაგალითისათვის: 1 დაჭერა — მისაღები ოთახის განათება (ჩართვა-გამორთვა) 2 დაჭერა — საძინებლის განათება (ჩართვა-გამორთვა) 3 დაჭერა — დერეფნის განათება (ჩართვა-გამორთვა) ხანგრძლივი დაჭერა — სახლის ყველა განათების მართვა (ჩართვა-გამორთვა)

რეკომენდებული პროდუქტები:

Shelly 1 Gen4
Shelly 1 Gen4

73,00 ₾

Shelly BLU Button Tough 1 ZB
Shelly BLU Button Tough 1 ZB

67,00 ₾

აღმოაჩინე ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები

Shelly 1 Gen3

Shelly 1 Gen4

უნივერსალური ჭკვიანი ჩამრთველი. მარტივი ავტომატიზაცია თქვენი განათებისა და მოწყობილობებისთვის, ასევე მათი კონტროლი ნებისმიერი ადგილიდან.

Shelly 1PM Gen3

Shelly 1PM Gen4

ჭკვიანი განათება, ენერგიის ხარჯვის კონტროლით. გააკონტროლე ენერგიის მოხმარება და შეამცირე ის.

Shelly Pro 1

Shelly Pro 1

განათების კონტროლი მარტივად, უფრო მეტი ფუნქციითა და შესაძლებლობით.

დიმირება

შექმენი იდეალური ატმოსფერო განტვირთვისთვის, ფილმის საყურებლად თუ საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.

Soft night light

ღამის განათება

ღამით აბაზანაში გასვლისას შუქის ანთება გამაღიზიანებელია თქვენი თვალისთვის? Shelly-ს ღამის განათება, რომელიც ხმის ან მოძრაობის სენსორის მეშვეობით მუშაობს, გვაძლევს რბილ, დაბალი ინტენსივობის განათებას.

რეკომენდებული პროდუქტები:

Shelly Dimmer Gen4
Shelly Dimmer Gen4

152,00 ₾

Set the mood for movie night

შეიქმენი განწყობა ფილმისათვის

მოაწყვე კინოთეატრი შენს სახლში Shelly-სთან ერთად და ისიამოვნე საყვარელი ფილმებით სახლიდან გაუსვლელად. პროექტორის ჩართვა, განათების ინტენსივობის შემცირება და ფარდების გადაწევა მხოლოდ ერთი ჯადოსნური სიტყვით „Movie Night” შეგიძლია.

რეკომენდებული პროდუქტები:

Shelly Dimmer Gen4
Shelly Dimmer Gen4

152,00 ₾

Shelly 2PM Gen4
Shelly 2PM Gen4

129,00 ₾

შუქები, რომლებიც მზეს მიჰყვება

Shelly ამარტივებს გარე განათების მართვას. შეგიძლია დააყენო, რომ შუქები ჩაირთოს მზის ჩასვლისას, ჩაქრეს ამოსვლისას და ღამის 10 საათის შემდეგ 30%-მდე შემცირდეს ენერგიის დასაზოგად. მარტივად მართე ეზოსა და შესასვლელის განათება, რომ იყოს ნათელი, უსაფრთხო და კომფორტული.

LED Strips

აირჩიე განათება რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს განწყობას. წვეულება გაქვს, თუ უბრალოდ შენი საყვარელი ჰობით ხარ დაკავებული , Shelly-ს აქვს შესაბამისი განათება ყველა სიტუაციისთვის.

შექმენი განწყობა ნებისმიერი სიტუაციისთვის

Shelly RGBW2 განათება მრავალფეროვანია და ის შენს განწყობას შეგიძლია მოარგო. აქციე შენი სახლი წვეულების, ფილმისა თუ თამაშის ადგილად.

RGBW lights

ჭკვიანი ნათურები

ისიამოვნეთ Shelly-ს ჭკვიანი ნათურების ფუნქციებითა და თანამედროვე დიზაინით, რომელიც დაგეხმარებათ დანახარჯების შემცირებაში. სწრაფი მონტაჟი, მარტივი გამოსაყენებლად.

მოაწყვე შენი გარე სივრცე

გააცოცხლე შენი გარე სივრცე Shelly Bulb RGBW-სთან ერთად. წვეულება გაქვს, თუ ოჯახური შეკრება, ან თუნდაც განტვირთვის საღამოს აწყობ, Shelly-ს განათება დაგეხმარება შესაბამისი განწყობის შექმნაში.