Shelly Smart Comfort შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად. მართეთ თქვენი სახლის განათება, გათბობა ან სხვა სისტემა ნებისმიერი ადგილიდან. დაზოგეთ ენერგია და შექმენით იდეალური გარემო მინიმალური ძალისხმევით. სახლი თავად მოერგება თქვენს საჭიროებებს — იქნება ეს მისაღები ოთახის გათბობა თქვენს მოსვლამდე, თუ განათების გამორთვა სახლიდან გასვლის შემდეგ. Shelly გეხმარებათ იცხოვროთ უფრო ჭკვიანურად, დაზოგოთ დრო და ყურადღება დაუთმოთ იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
არ არის საჭირო ძველი ტექნიკის ახლით შეცვლა — გახადეთ ის ჭკვიანი Shelly-ის დახმარებით! უბრალოდ ჩართეთ ისინი Shelly Plug Gen3-ში და მართეთ დისტანციურად ან დააკავშირეთ Shelly-სხვა მოწყობილობებთან. მაგალითად, შეუწყვილეთ Shelly H&T Gen3-ს, რათა სიცივის დროს ავტომატურად ჩაირთოს გამათბობელი, ან ჩაირთოს ვენტილატორი მაშინ, როცა ძალიან ცხელა. ამასთანავე, აკონტროლეთ ენერგომოხმარება და შეამცირეთ ხარჯები.
რეკომენდებული პროდუქტები:
გჭირდებათ ავტოფარეხის კარის გაღება მაშინ, როცა სახლში არ ხართ? Shelly 1 Gen4-ის დახმარებით ამის გაკეთება აპლიკაციიდან ხმოვანი ბრძანებით შეგიძლიათ.
რეკომენდებული პროდუქტები:
ხშირად გრჩება განათება ჩართული სახლიდან გასვლისას? Shelly-სთან ერთად ეს პრობლემა აღარ წარმოადგენს: ავტომატურად მართავს განათებას, რათა ჩაირთოს და გამოირთოს ზუსტად მაშინ, როცა გჭირდებათ — კომფორტულად და ენერგიის დაზოგვით. ამასთან ერთად, შუქის ხელით მართვა კვლავ ხელმისაწვდომია ყველასთვის.
მოაწყვე კინოთეატრი შენს სახლში Shelly-სთან ერთად და ისიამოვნე საყვარელი ფილმებით სახლიდან გაუსვლელად. პროექტორის ჩართვა, განათების ინტენსივობის შემცირება და ფარდების გადაწევა მხოლოდ ერთი ჯადოსნური სიტყვით „Movie Night” შეგიძლია.
რეკომენდებული პროდუქტები:
შეარჩიე კონკრეტული საათი და გაიღვიძე მზის სხივებთან ერთად. ფარდები ავტომატურად გადაიწევა თქვენს მიერ წინასწარ მითითებულ დროს.
რეკომენდებული პროდუქტები:
დაზოგე დანახარჯები. ჭკვიანი გრაფიკის დახმარებით წყალი დღის ყველაზე ენერგო ეფექტურ დროს გათბება შენს მიერ მითითებულ ტემპერატურამდე და გამოიყენებ მაშინ, როცა დაგჭირდება.
რეკომენდებული პროდუქტები:
მარტივად აკონტროლეთ ტემპერატურული ცვლილებები და შეინარჩუნეთ სითბო თქვენს სახლში. განათავსეთ Shelly H&T რადიატორებიდან გარკვეულ მანძილზე, რათა მიიღოთ ყველაზე ზუსტი ტემპერატურული მონაცემები. თუ Shelly H&T შეატყობინებს ტემპერატურის ვარდნას, Shelly BLU TRV ავტომატურად დაარეგულირებს სითბოს ნაკადს, რათა უზრუნველჰყოს თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული ტემპერატურა სახლში.
რეკომენდებული პროდუქტები: