კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

„KWIK", „ქვიქ" „კომპანია", „ვებგვერდი" - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Argia Trading", ს/ნ: 406325178, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ., N 10, კორპუსი 3, სართ. 16, ბ. N541;

„პერსონალური მონაცემი" – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

„მონაცემთა დამუშავება" - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

„მონაცემთა სუბიექტი", „მომხმარებელი" - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები;

„მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა" – მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;

„მესამე პირი" - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;

„პირდაპირი მარკეტინგი" – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

მომხმარებლის თანხმობა

მომხმარებელი ადასტურებს, რომ KWIK ვებგვერდით სარგებლობისას ეთანხმება და ადასტურებს კომპანიის მიერ დადგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაბამისად, მომხმარებელი თანახმაა, დამუშავდეს მისი პერსონალური მონაცემები წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს KWIK ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, KWIK იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში, რასაც, უპირობოდ ეთანხმება საიტის მომხმარებელი.

მონაცემებთა დამუშავების მიზანი

  • მომხმარებელთან ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების შესრულება ან/და შეწყვეტა.
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია - მათი განცხადებების განხილვა, მათი პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • KWIK მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • ვებგვერდზე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი და ანალიტიკა;
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა და გატესტვა;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • ვებგვერდის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდელობის ფარგლებში არსებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო სხვა ლეგიტიმური მიზანი.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

KWIK მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

  • მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა ქვიქის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად და მისთვის მომსახურების გასაწევად

მონაცემთა გაზიარება

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მონაცემებთა შენახვის ვადა

KWIK პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემებს კომპანია ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
  • მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
  • მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

„ქუქი" პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს “მზა ჩანაწერების” (Cookies) და მსგავს ტექნოლოგიებს. მომხმარებლის მიერ KWIK ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ქვიქის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.

Cookies - იგივე მზა ჩანაწერები, მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელიც ხელს უწყობს ვებგვერდის შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებას. ფაილები ინახება მომხმარებლის ელექტრონულ მოწყობილობაში და სურვილისამებრ შესაძლებელია მათი წაშლა;

ქუქი ფაილი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოწყობილობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია პირდაპირ იღებს ინფორმაციას მომხმარებლის ვინაობის შესახებ.

Cookie ფაილების ტიპები:

  • აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების შეუფერხებელი მუშაობისთვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისთვის;
  • ფუნქციური Cookie ფაილების მთავარი დანიშნულება არის მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუწიოს ამ არჩევანის გაკეთება, მაგალითად, ვებგვერდის მოხმარების წესებსა და Cookie პოლიტიკაზე თანხმობა;
  • ანალიტიკური ტიპის Cookie ფაილები ინახავს ინფორმაციას ვებგვერდისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ, იმის მიხედვით, თუ ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მომხმარებელს ესა თუ ის ინტერაქცია;

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

დამატებითი კითხვები

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაგვიკავშირდით საკონტაქტო გვერდის გამოყენებით: