წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტით განისაზღვრება KWIK ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები და წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს Argia Trading (ს/ნ 406325178) შორის.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან:

  1. მყიდველი - ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი
  2. გამყიდველი - შპს Argia Trading.

შპს Argia Trading წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, დაბრუნების პოლიტიკასა და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „KWIK".

KWIK - ზე შეკვეთის განხორციელებისას მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და დაბრუნების პოლიტიკას.

კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, KWIK იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები საიტის კონტენტში, რასაც, უპირობოდ ეთანხმება საიტის მომხმარებელი.

KWIK ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და დაბრუნების პოლიტიკასთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • „KWIK", „ქვიქ" „კომპანია", „ვებგვერდი" - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Argia Trading", ს/ნ: 406325178, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ., N 10, კორპუსი 3, სართ. 16, ბ. N541.

  • „მომხმარებელი" - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებს და რომელსაც სურს შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია.

  • „ანგარიში" - მომხმარებლის მიერ KWIK ვებგვერდზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში.

  • „რეგისტრაცია" - პირადი ანგარიშის შექმნა KWIK ვებგვერდზე პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით.

  • „ავტორიზაცია" - სისტემაში შესვლა/პირად ანგარიშზე წვდომა.

  • „პროდუქცია" - ვებგვერდზე განთავსებული ნივთები, რომლის შესყიდვაც შესაძლებელია მომხმარებლის მიერ.

მომხმარებლის გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრულყოფილი და სწორი;
  • იგი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
  • გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
  • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  • გაეცნო პირობებს და მისთვის არის მისაღები;
  • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
  • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ქვიქზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, დელტა ტექსტილის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • პირად ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემებს არ გადასცემს მესამე პირებს; იღებს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მესამე პირის მიერ, ვებგვერდის ანგარიშზე წვდომის შედეგად;
  • ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას; მომხმარებელს აქვს ასევე უფლება, უარი განაცხადოს მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე;
  • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და კომპანიის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

კომპანია იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების ან/და სხვა მესამე პირის შეფერხებული მუშაობით.

რეგისტრაცია

ქვიქზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც მომხმარებელმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა შემდეგი მონაცემებით:

  • სახელი, გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • პაროლი
  • პაროლი განმეორებით

ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • Google-ით / ელექტრონული ფოსტით

შეკვეთის გაფორმება და ანგარიშსწორების წესი

მომხმარებლის ვებგვერდზე ირჩევს სასურველ პროდუქტს და ათავსებს მას ვირტუალურ კალათაში.

ვირტუალურ კალათში გადასვლის შემდეგ მომხმარებელი აჭერს ღილაკს: „შეკვეთის გაგრძელება", რის შემდეგაც გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე.

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

ანგარიშსწორებისთვის მომხმარებელი შესაბამის გვერდზე უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

კომპანიას არ აქვს წვდომა მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

მიწოდების ვადა და პირობები

KWIK პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში.

მიწოდების ვადები თითოეული პროდუქტისთვის ინდივიდუალურია და დაზუსტდება შეკვეთის გაფორმების მომენტში. ყველა შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების ვადა არ აღემატება 2 სამუშაო დღეს.

საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა. თბილისის ფარგლებს გარეთ შეკვეთის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების საფასური განისაზღვრება შეკვეთის გაფორმების მომენტში, მაგრამ არ აღემატება 10 ლარს.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან, დადგენილი წესით მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

კომპანია სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.